შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა თავართქილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2013 წელს; 2002 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; ჩააბარებული აქვს: ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2006); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალობით 2006); მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 2007). 2002-2006წწ. - ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიურო, კონსულტანტი; 2007 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, მთავარი სპეციალისტი; 2007-2012წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლის თანაშემწე; 2013-2014წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლო, კონსულტანტი; 2014-2018წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში; 2018 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის მარტიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |