შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ავალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ციხისეული, ვანის რაიონი. სწავლობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მესამე ქვეითი ბატალიონის 32-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი. სავალდებულო-სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჯარში საკონტრაქტო სამსახური გააგრძელა. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც ოკუპანტებმა მორიგი შეტევა განახორციელეს გიორგი და მისი განუყრელი მეგობარი დავით გაფრინდაშვილი ერთ ხაზზე იბრძოდნენ. შეტევის შედეგად გაფრინდაშვილი მძიმედ დაიჭრა რამდენიმე წუთში კი მის გვერდით კასეტური ბომბი აფეთქდა და გიორგი დაშავდა. ამის მიუხედავად ქართველმა სამხედრომ უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი მეგობარი ბრძოლის ველზე არ დატოვა დაჭრილი ფეხი გადაიხვია, და მხრებით ატარა. სამშვიდობოზე გამოსულმა გონება დაკარგა მაგრამ დავით გაფრინდაშვილის სიცოცხლე იხსნა. გაიარა სამხედრო მომზადება. იყო პროფესიონალი მებრძოლი. სამშვიდობო მისიით მონაწილეობას ღებულობდა ISAF- ის ოპერაციაში ავღანეთში. სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგადა დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ. 307-308 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |