The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მანძულაშვილი

ლევან მანძულაშვილი
Date of birth:26 May, 1983
Date of death:11 August, 2008  (at 25 years)
Burial location:სოფელ ზეღდულეთის სასაფლაო, გორის მუნიციპალიტეტი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზეღდულეთი, გორის მუნიციპალიტეტი.

წელიწადნახევარი სავალდებულო სამხედრო სამსახურში, შინაგან ჯარში იმსახურა, შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მეორე ბრიგადის 22-ე ბატალიონში ჩაირიცხა, რამდენიმე თვე კრწანისის პოლიგონზე გადიოდა წვრთნებს, შემდეგ ბატალიონი სენაკში გადავიდა (ქუთაისის მეორე ბრიგადა, დისლოკაციის ადგილი სენაკში იყო). შემდეგ  ლევან მანძულაშვილი 7 თვე ერაყში, ბაღდადში მსახურობდა. ერაყიდან დაბრუნებული სენაკში  ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსის – "ფაგოტის" გათვლის მეთაური იყო. ომში 7 აგვისტოს წავიდა. კარალეთის გზაზე მისი ბატალიონი ნული-ავნევის მიმართულებით წავიდა. დაიღუპა ქვემო ნიქოზი-ზემო ხვითის გზაზე. ლევან მანძულაშვილი მეორე დღეს იპოვეს ხვითელებმა და სოფელში, სამების ეკლესიის სასაფლაოზე მიაბარეს მიწას. ლევანს ფორმაზე ეწერა – "22-ე ბატალიონი. ლევან მანძულაშვილი". სამშობლოსთვის დაღუპული გმირი დაღუპვიდან 19 დღის შემდეგ გადმოასვენეს საპატრიარქოს ძალისხმევით, გორში მამა გედეონმა ჩამოასვენა, დაკრძალეს სოფელში. სოფელ ზეღდულეთში არის მისი სახელობის ქუჩა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.147-148

Awards and Honors

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

Share: