The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად დავითაძე

ზვიად დავითაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1979
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 2013  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2000 წლიდან. სკოლის დამთავრების  შემდეგ სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაიწვიეს,  შემდეგ კი კონტრაქტს მოაწერა ხელი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სამშობლოს სადარაჯოზე იდგა. სამშვიდობო მისიით მონაწილეობას ღებულობდა ISAF- ის ოპერაციაში ავღანეთში. ჰელმანდის პროვინციაში 42-ე ბატალიონის ბაზის საწყობი ებარა. იქვე ჰქონია გაშლილი თავის კარავი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საკუთარი სამსახურის მიმართ და ერთი წუთით არ შორდებოდა საწყობს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საკუთარი სამსახურის მიმართ და ერთი წუთით არ შორდებოდა საწყობს. 13 მაისს დანაღმული მანქანა სწორედ საწყობის კედელთან აფეთქდა, კედელი გადაინგრა და ზვიადის კარავი ნანგრევებში მოჰყვა, მაშინვე გარდაცვლილა.

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ. 211-212

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის

გააზიარე: