The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხატია არდაზიშვილი

ხატია არდაზიშვილი
Date of birth:23 February, 1984  (41 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003-2004 წლებში გაიარა იურიდიული კლინიკის პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლში"; 2004-2005 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; პროკურატურის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2007); მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (2009); 2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2004 წელს გაიარა ადვოკატთა სტაჟირების სრული კურსი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში"; 2005 წელს - არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი", ადვოკატი; 2005 წელს - თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2011წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2012-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2019 წლის სექტემბრიდან - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი (3 წლის ვადით).

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Member of Organizations

  • "საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია“, გამგეობის წევრი (2019-)

Share: