Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ფანცულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოქალაქევი, სენაკის რაიონი. დაამთავრა სენაკის ტექნიკუმის ეკონომიკური ფაკულტეტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი; სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და კომანდოს ბატალიონში ჩაირიცხა; გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება და წვრთნები; 2011 წელს "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში პირველად გაემგზავრა და შვიდი თვე იმსახურა; მოკლე ხანში ისევ შეუდგა სამშვიდობო მისიის შესასრულებას; ჰელმანდის პროვინციაში, საბრძოლო მოქმედების დროს ნაღმტყორცნის ჭურვით დაიჭრა; ექვსთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.315-316 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |