შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ფანცულაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოქალაქევი, სენაკის რაიონი. დაამთავრა სენაკის ტექნიკუმის ეკონომიკური ფაკულტეტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ჯარისკაცი; სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და კომანდოს ბატალიონში ჩაირიცხა; გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება და წვრთნები; 2011 წელს "ISAF"-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში პირველად გაემგზავრა და შვიდი თვე იმსახურა; მოკლე ხანში ისევ შეუდგა სამშვიდობო მისიის შესასრულებას; ჰელმანდის პროვინციაში, საბრძოლო მოქმედების დროს ნაღმტყორცნის ჭურვით დაიჭრა; ექვსთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ჯარისკაცი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. კაპრალი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.315-316 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |