ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გიორგი ლომაძე
დაბადების თარიღი: | 27 დეკემბერი, 1911 |
გარდაცვ. თარიღი: | 28 აგვისტო, 2005 (93 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1937 წელს.
1946–1953წწ. მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში; 1948–2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ალგებრისა და რიცხვთა თეორიის ძირითად კურსებს და რამდენიმე სპეც. კურსს. თავის ადრეულ სამეცნიერო ნაშრომებში, კომპლექსური ანალიზის გამოყენებით მან ერთიანი მიდგომით განაზოგადა ნატურალურ რიცხვთა კვადრატების ჯამად წარმოდგენის კვლევის ცალკეული მეთოდები და მიიღო როგორც ცნობილი, ასევე ახ. ე. წ. "ზუსტი ფორმულები" ამ წარმოდგენისთვის. მოგვიანებით ის დაუბრუნდა ამ ამოცანას და მიიღო არაერთი ზუსტი ფორმულა, რომლებიც რიცხვთა თეორიის კლასიკური, გაუმჯობესებადი შედეგია. მან იაკობის თეტა-ფუნქციებზე, მოდულარულ ფორმებსა და მახასიათებლიან თეტა-ფუნქციებზე დაფუძნებული მეთოდების განზოგადებით შექმნა ერთიანი მეთოდი ზუსტი ფორმულების მისაღებად დიაგონალური კვადრატული ფორმებით რიცხვთა წარმოდგენისთვის. ბინარული ფორმის შემთხვევაში მან ეს შეძლო "განზოგადებული სინგულარული მწკრივის" აგებით. ზუსტი ფორმულების უდიდეს ნაწილში მარტივი არითმეტიკული აზრის წარმოჩენის მიზნით ააგო სპეციალურ პარაბოლურ ფორმათა არაერთი სივრცის ბაზისი. როგორც დიაგონალური, ისე არადიაგონალური კვადრატული ფორმებისთვის ანალოგიურ ამოცანათა გადაწყვეტით მან არსებითი წვლილი შეიტანა ჰეკეს სპეციალური ჯგუფის ჩასმების მიმართ მახასიათებლიანი თეტა-მწკრივების წარმოებულების ყოფაქცევის შესწავლით. მისი შედეგები აღიარებულია რიცხვთა თეორიის წამყვანი სპეციალისტების მიერ. მათი ნაწილი განაზოგადეს მისმა მოწაფეებმა და უცხოელმა მათემატიკოსებმა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965).
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.412
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2003 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- 1982 - საქართველოს მეცნიერებიათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
|