The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესიკ ბუგიანიშვილი

ბესიკ ბუგიანიშვილი
Date of birth:7 April, 1980  (45 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2002 წელს; 2003-2004წწ. ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2002-2003წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში წამყვანი სპეციალისტი; 2003-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივანი; 2005-2008წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი; 2008-2010წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი; 2009-2010წწ. სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის მაისიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში; 2019 წლის ივნისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: