The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე
Date of birth:22 January, 1978  (47 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იურისტის კვალიფიკაციით 1998 წელს; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007წწ. სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

2001 წელს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების იურისტ-კონსულტანტი; 2001-2002წწ. - ასოციაცია "სამართალი და თავისუფლებასა" და პროექტ "სამხედრო მოსამსახურის უფლებებში" ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ადვოკატი; 2001-2011წწ. - ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება", იურისტი, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრი; 2002-2003წწ. - ადვოკატი ევროპული კომისიის (EC) პროექტში - "სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში"; 2002-2004წწ. - სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრი; 2003-2004წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2007წწ. - ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება" და "ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე"  ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) პროექტში პროექტის კოორდინატორი და ადვოკატი; 2006-2009წწ. - ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და IRI-ის პროექტ "ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელ სკოლაში" პროექტის კოორდინატორი; 2007-2008წწ. - კომპანია "აბგ & პროფსერვის გრუპში" ადვოკატი; 2008-2012წწ. - დააფუძნა საადვოკატო კომპანია "შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი", სადაც საერთო სპეციალიზაციით მუშაობდა ადვოკატად; 2010-2012წწ. - ასოციაცია "სამართალი და თავისუფლებასა" და ევროპის კავშირის (EU) პროექტ "წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში" პროექტის კოორდინატორი; 2014-2016წწ. - ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას; 2012-2018წწ. -  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსი); 2018 წლის აპრილიდან - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; 2018-2019წწ. - საქართველოს  მთავარი პროკურორი; 2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის დეკემბრიდან - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2024 წლის 30 დეკემბრიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. წოდება - პოლიციის უფროსი ლეიტენანტი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: police.ge

Bibliography


Share: