The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შორენა გუნცაძე

შორენა გუნცაძე
Date of birth:18 June, 1973  (51 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 1998 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა სამთვიანი სწავლება და ჩააბარა საკონკურსო გამოცდები მოსამართლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2005 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

1999-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე; 2005 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. - მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში; 2010-2012წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2012- 2015წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2015წწ. - მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2015 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Bibliography


Share: