The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა აბუსერიძე

გოჩა აბუსერიძე
Date of birth:12 October, 1973  (51 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები; იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2009 წელს; 2014 წლიდან სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.

1999-2002წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებელი; 2002-2003წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი; 2003-2005წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2005-2008წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი; 2009-2010წწ. - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე; 2012 წლიდან - ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2012 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლის ოქტომბრიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2017წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2017 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2017-2020წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2020-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე; 2021-2022წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2022 წლიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: