Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქუვეითში უნდა წასულიყო არაბული ენის შესასწავლად. მტერმა სენაკის ბაზის დაბომბვა რომ დაიწყო, ის არც დაჭრილა, არც დაღუპულა; შალვა გაბუნიას დაჭრილები გამოჰყავდა, მესამე შესვლისას მოხვდა ანასხლეტი არტერიაში. ის არ იყო გამობრძმედილი მეომარი, ის იყო 19 წლის სტუდენტი ბიჭი, რომელიც საკუთარი ფეხით ჩავიდა სენაკის ბაზაზე – როგორც შეშვენოდა, მისი აზრით, რეზერვისტს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილი: "ვწუხვარ, რომ ასეთი მოტივირებული, მიზანდასახული და გაბედული ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს უნივერსიტეტსა და მთლიანად ქვეყანას. მისი სწრაფვა და რწმენა იმისა, რომ 19 წლის ასაკში სამშობლოს გამოადგებოდა, ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძია. შალვა გაბუნიას გმირობა უნივერსიტეტის იმ სახელოვან მამულიშვილთა სათაყვანებელ ისტორიას მიემატება, რომელთაც ქვეყნისთვის საჭირო მომენტში დაუფიქრებლად გადაწყვიტეს ომში წასვლა. ჩვენ ამ ტრაგედიის თანამოზიარე ვართ". ფოთში არის შალვა გაბუნიას სახელობის ქუჩა. რეზერვისტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.251-252 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |