შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანუჩარ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. 1996 წელს - საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო განყოფილების ექსპედიტორი; 1997-2002წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხდომის მდივანი; 2002-2005წწ. - ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2003-2004წწ. - საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის დადგენილებით თბილისის რაიონულ და საოლქო სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისას კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი; 2005-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2010 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |