Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კონსტიტუციური სამართლის განხრით; 1999 წელს გაიარა სტაჟირება ცენტრალური ევროპის უნივერისტეტში (ქ. ბუდაპეშტი) შედარებით კონსტიტუციურ სამართალსა და შედარებითი ადმინისტრაციულ სამართალში; 2002-2003წწ. - პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი (ქ. თბილისი / ქ. სტრასბურგი). 2001-2004წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2004-2005წწ. - ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის - "EUJUST-THEMIS" სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კონცეფციის შემმუშავებელი ჯგუფის ხელმძღვანელი; 2005-2010წწ. - ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2006-2016წწ. - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთავარი სპეციალისტი; 2016-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივესიტეტებში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, მათ შორის ოთხი მონოგრაფია: "შედარებითი ფედერალიზმი" (2000), "შედარებითი კონსტიტუციური სამართალი" (2014), "სამოსამართლო სამართალი" (2014), "კონსტიტუციური სამართალი" (ა. დემეტრაშვილთან თანაავტორობით, 2016). 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |