The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ლორთქიფანიძე

ბორის ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1 ნოემბერი, 1964  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარბინი, ჩინეთი.

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი 1940 წელს.

1939–1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე. 1948 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში; 1960 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; მისი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ელექტრული წრედების ენერგეტიკულ ოპტიმიზაციას და კოროზიისაგან დაცვას; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას; 1960–1964წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ახლანდელი სტუ); მისი მონაწილეობით მოხდა მოსკოვი–თბილისი–ლენინაკანის (ახლანდელი გიუმრი) სარკინიგზო მაგისტრალის ელექტრიფიკაცია (1962). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.425

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: