შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიაზ მესხიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს. 1962 წლიდან ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის თეატრის მსახიობი იყო; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სოსია, ზურიკელა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), სიმონი (ა. სამსონიას "ჩემი შვილი სიმონი"), ირაკლი, მამუკა (შ. როყვას "დედა" და "ლაპარაკობს მოსკოვი"), რიფათა (ვ. კანდელაკის "დრო -24 საათი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კეჭო, კეჭო, ძუკუ (ა. გეწაძის "ყარამან ყანთელაძე", "გზა, ყარამანს ცოლი მოჰყავს", "უხატო ეკლესია"), გოლუბკოვი (მ. ბულგაკოვის "სრბოლა"), ჰანიბალი (ჯ. პატრიკის "უცნაური ქალი"), ვახტანგ მებუკე (ალ. ჩხაიძის "როცა ქალაქს ძინავს") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.105 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |