The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მრელაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1988-1090 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1997-2005წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის რაიონული განყოფილების გამომძიებელი; 2005-2006წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსი გამომძიებელი; 2006-2007წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე; 2007-2008წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2008-2009წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი; 2009-2011წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2011 წელს (მარტიდან-ოქტომბრამდე) ასრულებდა ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას; 2011-2014წწ. - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2014-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის მაისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: