The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გვენეტაძე

ზურაბ გვენეტაძე
დაბადების თარიღი:1987
გარდაცვ. თარიღი:2 მაისი, 2008  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პატარა ასაკის მიუხედავად, სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა; სურდა მალე მიეღწია ოფიცრის წოდებისთვის და მერე კიდევ უფრო სერიოზული და საინტერესო მიზნები დაესახა; გაიარა სპეციალური სამხედრო მომზადება და სამშვიდობო მისიით გაემგზავრა ერაყში; საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეით ბატალიონში მსახურობდა; 2008 წლის 2 მაისს ერაყის პროვინცია დაილაში სამხედრო პატრულირების დროს, თავის თანამებრძოლ გიორგი მარგიევთან ერთად თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. 2015 წელს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადზე ზურაბ გვენეტაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. კაპრალი. 

წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.329

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საბრძოლო მამაცობისთვის

გააზიარე: