The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო სანდოძე

ნინო სანდოძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1995 წელს; თბილისის ეკონომიკის, სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი - 1999 წელს; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

1997-1999წწ. - ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 1999-2005წწ. - კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2021 წლის დეკემბრიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, გამგეობის წევრი (2019-)

გააზიარე: