შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ერმოლოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხნი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (აფხაზური ჯგუფი) 1961 წელს. მუშაობა დაიწყო სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწიფო აფხაზურ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დაუდი (დ. გულიას "აჩრდილები"), ამირანი (რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ხიმცა (ნ. ტარბას "სილღერის შეთხზვა ძნელია"), ლომოვი (ა. ჩეხოვის "შეთავაზება"), ჯარისკაცი (ე. შვარცის "შიშველი მეფე"), პასტორი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ფარნა სახუბია (ბ. შინკუბას "როგორც გენებოთ"), მიტჩი (ტ. უილიამსის "სურვილის ტრამვაი"), მეფე ბერენდეი (ა. ოსტროვსკის "ფიფქია"), დრაკონი (ნ. ტარბას "მზის ასული") და სხვა. თეატრის პარალელურად მუშაობდა აფხაზეთის ტელევიზიაში რეჟისორად. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.105 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |