The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარ გაჩეჩილაძე (დეკანოზი)

მაკარ გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:1942  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მაკარ გაჩეჩილაძე იყო სოფელ წევის ეკლესიის დეკანოზი. მან 1867 წელს დააარსა ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა. 45 წელი იყო ამ ეკლესიის დეკანოზი და სკოლის გამგე. მაკარ გაჩეჩილაძე, როგორც სასულირო პირი ძირულასთან გაჩერებულ მატარებელში, დასახვრეტ ხალხთან ერთად იყო, იგი შემთხვევით მისმა ნამოწაფარმა გაათავისუფლა. XX საუკუნის 30-იან წლებში, როცა სოფელ წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დახურეს მისი წინამძღვარი მამა მაკარი იძულებული გახდა, თბილისში გადმოსულიყო, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მიუხედავად დევნისა და რეპრესიებისა, მას არასოდეს გაუხდია ანაფორა. საშინელი შიმშილობის და გაჭირვების დროს, დიდი სამამულო ომის პერიოდში, არც უფიქრია, წიგნები ან საბუთები, რომლებიც გაჩეჩილაძეთა სასულიერო წოდების საგვარეულო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, გაეყიდა. ღვაწლმოსილი დეკანოზი მაკარი გაჩეჩილაძე 83 წლის ასაკში მშვიდობიანად აღესრულა 1942 წელს. აღმსარებელი.

წყარო: დეკანოზი მაკარი გაჩეჩილაძე : 1859-1942 // XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა. ტ.1 / გ. მაჩურიშვილი; ლ. ტოგონიძე. -თბ.,2012.-გვ.218-225


გააზიარე: