შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მდინარი ბებიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტოთუბანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე; საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს) შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში "Rapid Trident 2013"; ISAF-ის მისიაში ორჯერ, 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა, მესამედ კი, ნატო-ს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. 2017 წლის 3 აგვისტოს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს თვითმკლელი ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა. მიღებული აქვს მედლები "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის". უმცროსი სერჟანტი. წყარო: გმირი, 2008-2018: ოთხოზორია-ტატუნაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომში და სხვადასხვა მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიები. - თბ.,2018.- გვ.331 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |