The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ხორავა

ნიკოლოზ ხორავა
Date of birth:25 November, 1905
Date of death:1965  (at 59 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბარცხანა, ბათუმის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, მუშაობას იწყებს ამიერკავკასიის რკინიგზაზე ინჟინრად. პარალელურად მონაწილეობს ბათუმის კლუბის რუსულ დრამატულ წრეში. 1925 წელს შედის ბათუმის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში, რომელსაც სტუდიის დახურვის გამო ვერ ამთავრებს. 1925 წელს ბათუმის კლუბის კომიტეტის განყოფილებამ ნ. ხორავა მიავლინა თბილისში სასწავლებდა. სწავლის პარალელურად ის მსახიობად მუშაობდა ზუბალაშვილის თეატრში. ოჯახური პირობების გამო მე-3 კურსიდან სწავლას თავს ანებებს და ბრუნდება ბათუმში. 1927-1930 წლებში ბათუმში კლუბის გამგე და, პარალელურად ბათუმის თეატრის მსახიობია. 1930-1936 წლებში იგი მუშაობს მსახიობად აჭარის, ჭიათურის, ფოთის, თელავის სახელმწიფო თეატრებში. 1936-1937 წლებში მას იწვევენ მოსკოვში გადაღებაზე გერგილის როლში კინოფილმ "მთების გულში". 1937-1943 წლებში თბილისის სანკულტურის, ხოლო 1943-1958 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 150-ზე მეტი სახასიათო როლი. მათ შორის მნიშვნელოვანია: ბეგლარ აღა ("კომბლე"), გენ კლაისტი ("გარდატეხა"), ვედენეევი ("სიჭაბუკე ბელადისა"), ილარიონ ("ცეცხლის ხაზზე"), შილინი ("კიკვიძე"), გივი ("სურამის ციხე"), ლაცაბიძე ("არსენა"), აბდუშაჰილი ("ბაში-აჩუკი"), მანგურ ბატონი ("მირანგულა"), გეგეჭკორი ("გეგეჭკორი"), ბეგლარი ("როგორ"), ასლანგირეი ("ელეონორა"), ბახვა ("პირველი ნაბიჯი"), კრუტინსკი, ნეზნამოვი ("უეცარი სიმდიდრე" და "უდანაშაულო დამნაშავენი"), გოდუნი ("რღვევა"), ტიბალტი ("რომეო და ჯულიეტა"), ოსვალდი ("მოჩვენებანი"), პრეზიდენტი ("ვერაგობა და სიყვარული"), მანასე ("ურიელ ა'კოსტა"), ფრონდოზი ("ცხვრის წყარო") და სხვა. იგი დიდ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა კინოშიც, გახმოვანებული აქვს 50-ზე მეტი როლი, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა რადიოსა და ტელედადგმებშიც. სხვადასხვა დროს სკოლებსა და ინსტიტუტებში ხელმძღვანელობდა დრამწრეებს. 

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.107; ხორავების საგვარეულო ვებ-გვერდი: khorava.ge; ნ. ა. ხორავა : ნეკროლოგი // თბილისი. - თბილისი, 1965. - 1 აპრილი. -გვ.4

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

Share: