The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიანა ბერეკაშვილი

დიანა ბერეკაშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1971  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 1996-1997წწ. სტაჟირება გაიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში; 1999 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

1999-2000წწ. - საქართველოს პარლამენტის აპარატში წამყვანი სპეციალისტი; 2000-2002წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2000-2005წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარებისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის პროექტი; 2002-2003წწ. - კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების კათედრის ლექტორი; 2002-2005წწ. - საქართველოს რადიოს პირველი არხისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის პროექტი: "მე, შენ და კანონი" იურისტ-ექსპერტი და გადაცემის წამყვანი; 2003-2005წწ. - საქართველოს რადიოს პირველი არხისა და USAID პროექტში გადაცემის "თქვენი უფლებების" და"სოციალური დაცვის ალიანსის" წამყვანი და იურისტ-ექსპერტი; 2005-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2007 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2011 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი; 2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2016 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: