The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ქამაშიძე

ავთანდილ ქამაშიძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1987
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხუცუბანი, ქობულეთის რაიონი.

ქუთაისში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და სამსახური რეგულარულ არმიაში გააგრძელა. 2007 წელს, სამშვიდობო მისიით ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მესამე ქვეითი ბრიგადის, 23-ე ბატალიონში ირიცხებოდა. სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.327

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: