The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო გვენცაძე

ნინო გვენცაძე
Date of birth:11 November, 1968  (56 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1991 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს.

1990-1991წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საპროექტო ბიურო "IKM 90" სახელოსნო, არქიტექტორი; 1991-2007წწ. შპს "თბილქალაქპროექტი", შპს "ანი"  არქიტექტურული სტუდია, მთავარი არქიტექტორი; 2007-2008წწ. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური, ურბანული განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 2009 წელს ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ლეგალიზების განყოფილება, განყოფილების უფროსი; 2009-2016წწ. ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური, ურბანული დეპარტამენტის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადების განყოფილება, დეპარტამენტის უფროსი; 2016-2018წწ. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020წწ. გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის გაერთიანებული ერების ოფისი, ურბანული, საბინაო და მიწის მენეჯმენტის განვითარების კომიტეტი, ბიუროს წევრი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2018-2022წწ. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი, დეპარტამენტის უფროსი; 2022-2023წწ. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, უფროსის პირველი მოადგილე; 2023 წლიდან საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, უფროსის მრჩეველი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არქიტექტურის დოქტორი (2013), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: