The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია გიგაური

მაია გიგაური
Date of birth:31 March, 1980  (45 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 2003 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით - 2002 წელს; 2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე; 2005-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2010-2012წწ. - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში; 2012-2018წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: