The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალია ბარდაველიძე

ალია ბარდაველიძე
ოფიციალური სახელი:ალიკა ბარდაველიძე
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1984
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (24 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

4 წელი ისწავლა სამხედრო აკადემიაში. ბოლოს ომში ასმეთაური იყო, როგორც სამხედროს ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა. ბევრი მადლობის სიგელი ჰქონდა მიღებული, ორფოლოში, პოლიგონზე წვრთნებს გადიოდა და ყველაფერს წარმატებულად ართმევდა თავს. 2008 წლის ნოემბერში ერაყში სამშვიდობო მისიით აპირებდა წასვლას. დაიღუპა ცხინვალთან. 2022 წლის თებერვალში თერჯოლაში, სოფელ ზედა სიმონეთში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ალია ბარდაველიძის სახელობის მემორიალი და რეკრეაციული სივრცე მოეწყო, ასევე ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. სსიპ დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომის გმირის, ალია (ალეკო) ბარადაველიძის მინი-მუზეუმი არსებობს, რომელიც 2022 წლის 1 ოქტომბერს, სოციალური პროექტის "აგვისტოს ომის გმირები" ფარგლებში გაიხსნა. ლეიტენანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.335

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: