The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჭაღალიძე

თენგიზ ჭაღალიძე
Date of birth:16 June, 1988
Date of death:9 August, 2008  (at 20 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური ბათუმში გაიარა, რამდენიმე თვე კოდორის ხეობაშიც იმსახურა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა, ჩაირიცხა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კაპრალმა, თენგიზ ჭაღალიძემ, თანამებრძოლებთან ერთად, სამედიცინო მომზადების სპეციალური კურსები გაიარა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიისთვის ემზადებოდა, თუმცა, მეოთხე ბრიგადის მედიკოსებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება რუსეთის წინააღმდეგ ომში მოუწიათ. მიუხედავად მოწინააღმდეგის ავიაციის გამუდმებული შეტევებისა, ქართველმა მედიკოსებმა ფრონტის წინა ხაზზე არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს და მოახერხეს მათი დროული ევაკუაცია. თენგიზ ჭაღალიძე სამედიცინო ნაწილის კაპრალი იყო, იგი ცხინვალის მისადგომებთან ბრძოლისას დაიღუპა, სადაც დაჭრილი ბოლომდე იბრძოდა. 9 აგვისტოს, დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის ცხედარი იმავე ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც დაიღუპა. 26 აგვისტოს, საქართველოს პატრიარქის უშუალო ჩარევის შემდეგ, დაღუპული ბიჭების ცხედრები კონფლიქტის ზონიდან გადმოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.351-352

Awards and Honors

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: