The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნაირა გელაძე

ნაირა გელაძე
Date of birth:3 December, 1957  (68 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიბო ფაკულტეტი.

1982-1991 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში მსახიობად, 1992-1994 წლებში მ. კოსტავას თეატრის მსახიობია, 1994-1998 წლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ხოლო 1988 წლიდან კი ნ. ბარათაშვილის მუზეუმთან არსებული თეატრის მსახიობია; მოზარდ მაყურებეთა თეატრში განსახიერებული როლები: თამარ შავყულაშვილი (რევაზ მიშველაძე "არ დამივიწყო",  რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი), ბებია (შარლ პერო "წითელქუდა",  რეჟ. ოთარ ბაღათურია), კაკანო (ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე "მე ვხედავ მზეს" , რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი),
წამყვანი (დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება",  რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი), ბებია (ნოდარ დუმბაძე "სიცოცხლის ხე", რეჟ. კოტე მირიანაშვილი), მართა (ნოდარ კეკელიძე "იღბლიანი მკითხავი",  რეჟ. ეკატერინე შარიქაძე), ყვავი მაყვალა (ირაკლი ჯაოშვილი "სათაფლიას ზღაპარი", რეჟ. მიხეილ ანთაძე), პელაგია (დავით კლდიაშვილი "დარისპანის გასაჭირი", რეჟ. ოთარ ბაღათურია), ქათამი, სეფე ქალი, ჭიაყელა (ედმონ როსტანი "შანტეკლერი",  რეჟ. ქეთევან ხარშილაძე), მოსწავლე, მგზავრი (ნოდარ დუმბაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე), ქურდი ბიჭი (ასტრიდ ლინდგრენი "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი",  რეჟ. ქეთევან ხარშილაძე), მართა (გიორგი ნახუცრიშვილი "ნაცარქექია",  რეჟ. თამაზ მესხი); ლიტერატურის თეატრი: ჩხიკვი, წრუწუნა (ვაჟა–ფშაველა "ჩხიკვთა ქორწილი",  რეჟ. ოთარ ბაღათურია), წამყვანი, მგელი, ადამიანი (ვაჟა–ფშაველა "შვლის ნუკრის ნაამბობი", რეჟ. ოთარ ბაღათურია), დედა, ფუფალა, ქალი (გიორგი ლეონიძე "სიყვარული არა კვდება", რეჟ. კოტე მირიანაშვილი), კარაპეტა (გიორგი ერისთავი "ძუნწი", რეჟ. კოტე მირიანაშვილი), ქალბატონი პოლინა (აკაკი წერეთელი "აკაკის ლიტერატურული საღამო", რეჟ. კოტე მირიანაშვილი), ქალბატონი იულია (ნოდარ დუმბაძე "სისხლი", რეჟ. გეგა ქურციკიძე), იბრუხტი (გიორგი ნახუცრიშვილი "ნაცარქექია", რეჟ. გეგა ქურციკიძე), დედა (ვაჟა–ფშაველა "სტუმარ–მასპინძელი", რეჟ. ბადრი წერედიანი), რეჟისორი ("წუნა და წრუწუნა" რეჟ. ელენე მაცხონაშვილი), წამყვანი, დედოფალი (არჩილ სულაკაური "სალამურა", რეჟ. ელენე მაცხონაშვილი), ფრანგი ქალი (ელენე მაცხონაშვილი "ფიროსმანი", რეჟ. ელენე მაცხონაშვილი), ელისაბედი (რაფიელ ერისთავი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რეჟ. ელენე მაცხონაშვილი), ღორი, კრუხი, ძროხა ("რწყილი და ჭიანჭველა", რეჟ. ელენე მაცხონაშვილი), ავაზაკი (სულხან–საბა ორბელიანი "ბრიყვი", რეჟ. ელენე მაცხონაშვილი); კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი: ნინა (მიხეილ ჯავახიშვილი "ჯაყოს ხიზნები", რეჟ. თემურ ჩხეიძე), მოწყალების და (მიხეილ ჯავახიშვილი "ბედი მდევარი", რეჟ. თემურ ჩხეიძე), მასწავლებელი (ტენესი უილიამსი "იგუანას ღამე", რეჟ. მედეა კუჭუხიძე), მსახური, სეფე ქალი (ვიქტორიენ სარდუ "მადამ სან–ჟენი", რეჟ. თემურ აბაშიძე), ქალი (ალექსანდრე ჩხაიძე "შთამომავლობა", რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე); კინო და ტელეროლები: მოვაჭრე ქალი ("ზღვის მაშვრალნი", რეჟ. გიზო გაბესკირია), ცარო ("გარიგება", რეჟ. ზაზა კოლელიშვილი), ნათელა ("ქუთაისელი ბაბუა", რეჟ. ზაზა კოლელიშვილი), ნაირა ("ოტელო", რეჟ. ზაზა კოლელიშვილი), ექიმბაში ("შუა ქალაქში", დავით გოგიჩაიშვილი ), უჩას დედა ("ჩემი ცოლის დაქალები", რეჟ. გიორგი ლიფონავა), მკითხავი ("გოგონა გარეუბნიდან", დავით გოგიჩაიშვილი); ასევე აღსანიშნავია მის მიერ სცენაზე განსახიერებული როლები: ნინა (მ. ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები"), გრაფინია (ჟ. სარდუს "მადამ სან-ჟენი"), თავადის ქალი (ა. ჩხაიძის "შთამომავლობა"), ნარგიზა ("ნუმც რა მოგშლია არწივო ბუდეი"), მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), წამყვანი (ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!"), მოსწავლე (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), მართა (რ. ინანიშვილის "ცეტები"), ნათელა, ბებია, ევა, ჯოკონდა მასწავლებელი (ნ. დუმბაძის მიხედვით "ნუ დამტოვებ მზეო"), ეკატერინე ჭავჭავაძე, სალომე (ნ. ბარათაშვილის "სულო ობოლო") და სხვა. ავტორია ინსცენირებისა: რ. ინანიშვილის "ცეტები", ნ. დუმბაძის "ნუ დამტოვებ მარტო", ნ. ბარათაშვილის "სულო ობოლო". თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.110; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი: mozardi.ge


Share: