Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დანიელ სლავინსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბერდიჩევი, კიევის გუბერნია. დაამთავრა ხარკოვის დრამატული სტუდია 1927 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ხარკოვის, სტალინოს, ვოროშილოვგრადის, ვოლოგდის, არხანგელსკის, სვერდლოვსკის თეატრებში; ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოღვაწეობდა ნიკოლაევის ვ. ჩკალოვის სახ. რუსულ დრამატულ თეატრში, სადაც განასახიერა როლები: ლენინი (ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), გალუშკა (ა. კორნეიჩუკის "უკრაინის სტეპებში") და სხვა. 1950 წელს თბილისის გრიბოედოვის სახ. თეატრის მსახიობია, სადაც განასახიერა შემდეგი როლები: პიტლევანოვი (ა. კარპოვის "ტოროლების სიმღერა"), კარპენკო (ს. ალიოშინის "დირექტორი"), ვაფლია (ა. ჩეხოვის "ძია ვანია"), ხრინწა (ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), რეპეტილოვი (ალ. გრიბოედოვის "ვაი, ჭკუისაგან"), ბასოვი (მ. გორკის "მოაგარაკენი"), არკაშკა, შმაგა (ა. ოსტროვსკის "ტყე", "უდანაშაულო დამნაშავენი"), მედვედოვსკი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), დორინი (ა. ჩეხოვის "თოლია"), ლოპუხოვი (ს. მიხალკოვის "კიბოები"), ბაევი (ი. ვიტას "მიწა"), ტრისტანი (ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე"), პროფესორი ჩუიკო (ი. იანოვსკის "პროკურორის ქალიშვილი") და სხვა. შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი; გადაღებულია ფილმებში: "ორი ოკეანის საიდუმლოება" (რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი, 1956), "ეთერის სიმღერა", (რეჟ. სიკო დოლიძე, 1956), პოლკოვნიკი ("განაჩენი", 1959), "ჭიაკოკონა" (რეჟ. იური ქავთარაძე, 1961). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.112; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |