The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ლომიძე

მერაბ ლომიძე
დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა 2003 წელს; 2006 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სამოქალაქო სამართლის სპეციალობაზე, მუშაობდა თემაზე "სამოქალაქო უფლებათა დაცვა".

2000-2002წწ. - ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში; 2002-2003წწ. -  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2003-2007წწ. - ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი; 2007 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანაშემწე; 2007-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2012-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2019 წლის ივნისიდან უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; ჟურნალ სამართალში გამოქვეყნებული აქვს სტატია "მტკიცებულებათა შეფასება''. არის საერთო სასამართლოების მოხელეთა ეთიკის კოდექსისა და მისი კომენტარების ერთ-ერთი ავტორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: