Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენადი მაკარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, მეორადი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგის სპეციალობით 1998 წელს; ქ. ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2006 წელს; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა. 2004-2005წწ. - თერჯოლის რაიონულ სასამართლოში დარაჯი; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კურიერი; 2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომის მდივანი, შემდეგ მოსამართლის თანაშემწე; 2008-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსი; 2012 წელს - საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი; 2012-2018წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2021 წლის დეკემბრიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |