The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან მესხიშვილი

ქეთევან მესხიშვილი
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2004 წელს; 2003-2004წწ. სწავლობდა ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; 2009 წლიდან - ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; 2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

2001-2002წწ. - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული კონსულტაციის ჯგუფის კონსულტანტის თანაშემწე; 2002-2003წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟიორი; 2002 წელს - ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი; 2002-2003წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთარგმნელი - მთავარი სპეციალისტი; 2003-2005წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მთავარი სპეციალისტი; 2005-2008წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე; 2006-2007წწ. - თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი; 2007-2008წწ. - კავკასიის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორი; 2008-2009წწ. - კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტის დირექტორი; 2010-2011წწ. - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლის იანვრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2020 წლის 19 ნოემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: