The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსეი ლოსევი

ალექსეი ლოსევი
Date of birth:23 September, 1893
Date of death:24 May, 1988  (at 94 years)
Category:Scientist, Translator, Philologist, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ნოვოჩერკასკი.

დაამთავრა კლასიკური გიმნაზია 1911 წელს; მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1915 წელს.

მას ურთიერთობა ჰქონდა რუსული ინტელექტუალური აზრის საუკეთესო წამომადგენლებთან – ვ. ივანოვთან, ს. ბულგაკოვთან, ი. ილინთან, ს. ფრანკთან, ე. ტრუბეცკოისთან, პ. ფლორენსკისთან. XX ს. 20-იან წლებში შექმნილ ნაშრომებში ყოფიერებისა და აზროვნების უნივერსალური მოდელების გააზრებას, მეტაფიზიკური პოზიციების დასაბუთებას, ძირითადად, ქრისტიანული მეტაფიზიკის, ნეოპლატონური დიალექტიკის ქრისტიანული რეცეფციის, ჰეგელის დიალექტიკური მეთოდისა და ჰუსერლის ფენომენოლოგიის გავლენით ახორციელებდა. განავითარა ე. წ. "ენერგეტიკული სიმბოლიზმის" კონცეფცია. 1929 წელს მალულად ბერად აღიკვეცა. 1930 წელს ანტიმარქსისტული წიგნისთვის "მითის დიალექტიკა", ე. წ. მებრძოლი იდეალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და გულაგში გადაასახლეს, საიდანაც დაინვალიდებული 1933 წელს გაათავისუფლეს. აკრძალული ჰქონდა ფილოსოფიური ტექსტების გამოცემა, მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ (1953) შექმნა მონუმენტური ფილოსოფიური ნაშრომი: "ანტიკური ესთეტიკის ისტორია" (8-ტომეული, 1963–1988); "აღორძინების ესთეტიკაში" (1978) სიღრმისეულად და ორიგინალურად არის გააზრებული დასავლეთი კულტურისა და ისტორიული პროცესის შინაგანი ლოგიკა, რენესანსისა და ჰუმანიზმის ფილოსოფიური საფუძველი ნეოპლატონიზმის, ღმერთისა და სამყაროს ერთიანობის ნეოპლატონური თვალსაზრისის სახით. ის კარგად იცნობდა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებას. იგი შუა საუკუნეების ქართველ მოაზროვნეებს მიიჩნევდა ნეოპლატონურ-არეოპაგიტული რენესანსის დამწყებებად ევროპაში და ხაზგასმით აღნიშნავდა ნეოპლატონიზმის თავისებურებას მათ ნააზრევში ("სიტყვა ქართულ ნეოპლატონიზმზე", 1986); აკად. ნ. კონრადთან ერთად არსებითად იზიარებდა შ. ნუცუბიძის "აღმოსავლური /ქართული რენესანსის თეორიას". ის "ქართული ნეოპლატონიზმის" ერთ-ერთ თეორეტიკოსადაც გვევლინება. პროფესორი (1919), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1943).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436-437

Bibliography


Share: