The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1999  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წინანდალი, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში (მ. შ. კერამიკის საერთაშორისო გამოფენა; ფაიენცა, იტალია, 1970). იყო თბილისის კერამიკული კომბინატის მთავარი მხატვარი. ძირითადი ნამუშევრები: ფაიფურის სუვენირები, მცირე ზომის ლარნაკები, დოქები, ფაიფურის ლარნაკები და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება ყვარლის, სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, წინანდლის ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. მხატვარ-კერამიკოსი. 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.440-441

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: