Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ პაპასქირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით 1996 წელს. 1997-1998წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპა-ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ასპირანტი. 1998-2003წწ. იყო თსუ სოხუმის ფილიალის მსოფლიო ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 2003 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 2005-2006წწ. თსუ სოხუმის ფილიალის დიპლომატიისა და საერთაშორისო ისტორიის პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი; 2005-2006წწ. მოწვეული პროფესორის სტატუსით მიჰყავდა სალექციო კურსი ვისკონსინის უნივერსიტეტში – ოკლერი (აშშ); 2006 წელს არჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე; 2009 წლიდან ის ამავე მიმართულების პროფესორი და ამავე დროს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელია; არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი და ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; როგორც უმაღლესი განათლების ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან; 2000-2003წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის; 2009 წელს მოპოვებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომლის ფარგლებში მოამზადა და გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევა "დიდი სამეულის" კონფერენციები (თეირანი, იალტა, პოტსდამი.-თბილისი, გამომცემლობა "მერიდიანი", 2010); არის ასევე ნიუ იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (2004-2006) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიანტი (2007); Erasmus+-ის პროფესორთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მას წაკითხული აქვს მოკლე სალექციო კურსები დუბლინის უნივერსიტეტში (დუბლინი, ირლანდია, 2016), ტუშას უნივერსიტეტში (ვიტერბო, იტალია, 2019) და კრაკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი, 2023); არის 50-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფიის, აგრეთვე საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი; მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ლატვიურ ენებზე; 2021 წელს მისი სტატია: "Reconsidering Russian Foreign Policy in the 21st century" ("XXI საუკუნის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ხელახალი შეფასებისთვის") შევიდა ვარშავის აღმოსავლეთ ევროპის მიმომხილველის (Warsaw East European Review) 2011-2020 წლების საუკეთესო სტატიების ჩამონათვალში და ხელახლა გამოქვეყნდა სპეციალურ ნომერში (WEER, XI, 2021); თ. პაპასქირის ხელმძღვანელობით მომზადებულია და დაცულია 6 სადოქტორო დისერტაცია; მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; ეწევა აქტიურ სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობას; არის საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის წელიწდეულის - "საისტორიო ძიებანი" - სარედაქციო კოლეგიის წევრი; მისი რედაქტორობით გამოიცა ათეულობით ნაშრომი, მათ შორის ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნის "დიდი საჭადრაკო დაფა" ქართული თარგმანი (თბილისი: გამომცემლობა "არტანუჯი", 2014); არის ასევე აფხაზეთის ისტორიის ინგლისურენოვანი გამოცემის (Why Abkhazia is Georgia: A True History.-Tbilisi, 2021) მთარგმნელი და რედაქტორი; საქართველოს ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი (სოხუმის გუნდ "პენტიუმის" შემადგენლობაში) ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?"; იყო აგრეთვე სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი (2002); "ჯეოპარდიში" სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (2008); 2010 წელს გახდა სატელევიზიო გადაცემის "ბროლის ბუს" მფლობელი. ისტორიის დოქტორი (1998, თსუ). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეორე ფრონტის მომზადებისა და გახსნის პრობლემა აშშ-ინგლისის დიპლომატიაში. 1941-1943" (სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ. კონსტანტინე ანთაძე), დაიცვა 1998 წელს. წყარო: ზურაბ პაპასქირის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |