The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
Date of birth:17 June, 1973  (51 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1997-2006წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის სფეროში; 1999-2006წწ. - იურიდიული ფირმა შპს "იურიდიული თანამშრომლობა - სტატუს ქვო", დამფუძნებელი პარტნიორი; 2000-2004წწ. - ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული "საქართველოს საწარმოთა მხარდაჭერის პროექტის" იურისტ-კონსულტანტი; 2001-2004წწ. - ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" მიკრო-საკრედიტო პროგრამაში იურისტ-კონსულტანტი; 2003 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის (EPM) პროექტებში - საბაჟო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით; 2004 წელს მონაწილეობდა ფრანგული ასოციაციის წარმომადგენლობის "კავკასიის ბაღების'' სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამაში; 2006-2010წწ. -  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2011 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. გამოქვეყნებული აქვს სამართლებრივი სტატია "არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები ახალ სამოქალაქო კოდექსში" (ჟურნალი - "ადამიანი და კონსტიტუცია", N3, 1998).

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: