Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა ქირია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1993 წელს. 1985-1987წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1993-1998წწ. - სოხუმის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი, გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი და სამხედრო პროკურორის მოადგილე; 1999-2005წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2006-2009წწ. - გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2012წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2012-2015წწ. - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2015 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |