Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ ლუკეში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბროდი, ახლანდელი ჩეხეთი. ჩეხეთის "სოკოლის" რეკომენდაციით საქართველოში ჩამოვიდა და დაინიშნა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (1896). მან შემდგომ წლებში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულ სპორტს. მისი ინიციატივით (1906) თბილისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი "კომეტა"; 1909 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა "შევარდენის" წინამორბედი სპორტული საზოგადოება "სოკოლი", რომლის წევრების დევიზი იყო: "ფიქრში – სამშობლო, გულში – სიმარდე და მკლავში – ძალა". აწყობდა სახალხო სპორტულ სანახაობებს და შეჯიბრებებს ტანვარჯიშში. სხვადასხვა დროს ტანვარჯიშს ასწავლიდა მიხეილის სამხედრო სასწავლებელში, ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1908 წლიდან კითხულობდა ლექციას თავისსავე დაარსებულ "კავკასიის სამოსწავლო ოლქის ტანვარჯიშობის ყოველწლიურ პედაგოგიურ სამზადისში"; შეადგინა და გამოსცა ხუთი სახელმძღვანელო. 1912 წელს პრაღაში ქართველმა სპორტსმენებმა (გ. ეგნატაშვილი, ი. ლორთქიფანიძე, გ. და თ. ნიკოლაძეები, ა. ბაქრაძე, გ. ბერელაშვილი, ი. ბერიძე და სხვ.) დაბალ თანრიგში გუნდური გამარჯვება მოიპოვეს. 1918 წელს აირჩიეს თბილისის "შევარდენის" საპატიო წევრად. 1919 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჩეხი სპორტსმენი (ტანვარჯიში). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.444 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |