Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა სერგია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა სამხედრო აკადემია. წლების მანძილზე კრწანისის 113-ე ბატალიონში მსახურობდა, შემდეგ ერაყშიც იმსახურა. კაპიტანი კობა სერგია ბოლოს ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა შტაბის უფროსად. ოჯახმა კობა სერგიას დაღუპვის შესახებ ოქტომბრის ბოლოს, მისი თანამებრძოლებისგან შეიტყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის შტაბის უფროსი რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. იგი 9 აგვისტოს ნიქოზთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. დაკარგულ ჯარისკაცს ახლობლები 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ. კობა სერგია ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ნომერ 27/27 ჯარისკაცის ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით მოხერხდა. მისი დაღუპვის ფაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვალების მოწმობითაც დაადასტურა. 2008 წლის სექტემბრის ბოლოს, საპატრიარქოს დახმარებით, ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვენებულ ჯარისკაცებს შორის კობა სერგიას ცხედრიც იყო. შემდეგ გადაასვენეს საბურთალოს სასაფლაოზე. კობა სერგიას საბრძოლო თავდადებისათვის ორდენები და სიგელები სიცოცხლეშიც აქვს მიღებული. უცხო ქვეყანაში გამოვლენილი წარმატებისთვის კი ამერიკის მთავრობამ უმაღლესი ჯილდოც გადასცა. კაპიტანი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.443; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |