The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ჭელიძე

მერაბ ჭელიძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1975
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხულოს რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

მუშაობდა ექიმად ხელვაჩაურის რაიონის სამხედრო ნაწილში. მერაბ ჭელიძე 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა, სამხედრო ნაწილის ექიმი იყო და ბოლომდე მოიხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. თანამებრძოლებს უხვევდა ჭრილობებს, როცა აფეთქება მოხდა. მისი ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. სამედიცინო სამსახურის სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.447

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: