The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკატერინე ყანჩელი

ეკატერინე ყანჩელი
Date of birth:4 October, 1969  (55 years)
Category:Public official, Historian, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1992 წელს; 1992-1995წწ. სწავლობდა ქ. დელის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტში, სპეციალობით აზია-აფრიკის ისტორია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის სპეციალობით 1995 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; 1995 წელს დაიცვა დისერტაცია, მინიჭებული აქვს ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

1995-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის აზია-აფრიკის კათედრა, მასწავლებელი; 1996-1997წწ. - პარალელურა "ბანკი კრედიტის" იურისკონსულტი; 1997-2001წწ. - კომპანია "მარშალის" იურისტი; 2001-2002წწ. - თბილისის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ცენტრში იურისტი; 2002-2004წწ. - იურიდიულ ფირმა "ამირანაშვილი, გოგიშვილი და შენგელია", იურისტი; 2005-2006წწ. - სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მივლინებით მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში; 2006-2009წწ. - გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2015წწ. - ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში (გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო); 2016-2019წწ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: