შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ თურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერისი, ქედის მუნიციპალიტეტი. ფრიდონ თურმანიძე 23-ე ბრიგადის ქვეით მსროლელ ბატალიონში ჯგუფის მეთაური იყო. იგი 2005 წლის 1 დეკემბრიდან მივლინებულ იქნა ერაყში სამშვიდობო მისიის შესარულებლად. მივლინებაში ყოფნის დროს ღირსეულად დაიმსახურა საქართველოს დამცველის სახელი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორთან სოფელ ყელქცეულში ნახეს ადგილობრივებმა გმირულად დაცემული უცნობი ჯარისკაცი. უპატრონეს, დაკრძალეს და ხმაც მიაწვდინეს ოჯახს. ფრიდონ თურმანიძე 7 აგვისტოს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა, ისევე, როგორც არაერთი მისი თანამებრძოლი. ცხელი წერტილიდან გამოსული, უკან შებრუნდა დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად, მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო. ფრიდონ თურმანიძის სახელობისაა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა. უმცროსი სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.463 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |