შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ძაბუნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვილნიუსი. დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის სპეციალობით 1997 წელს; 2009-2011წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1994-1999წწ. - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდში იურისტი; 2001-2002წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2003-2006წწ. - იურიდიულ ფირმა "მთაწმინდის ადვოკატურაში" ადვოკატი; 2006-2007წწ. - ფონდ "ფინკა ინტერნეიშენალის" საქართველოს ფილიალის "ფინკა საქართველოს" იურისტი; 2007-2009წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსი; 2011-2013წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2013-2015წწ. - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე; 2015-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017-2020წწ. - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე; 2020-2021წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე. 2021 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |