The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა კოპალიანი

პაატა კოპალიანი
დაბადების თარიღი:1978
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის დროს ორი წელი მსახურობდა გომბორში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, თავიდან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში იყო, შემდეგ ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში გადავიდა. ორჯერ იყო სამშვიდო მისიით ერაყში. დაიღუპა დაჭრილი მეომრების გამოყვანის დროს, როცა მისი სამხედრო კოლონა საავიაციო დაბომბვაში მოყვა. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.479

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: