შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პოლიკარპე კევლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დვირი, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა დუშეთის პრაპორშჩიკთა სკოლის კურსები 1916 წელს. 1915 წელს მობილიზებული იყო რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; 1918-1921წწ. იყო საქართველოს ჯარის პორუჩიკი, მეტყვიამფრქვეველთა რაზმის უფროსი; 1921 წლის მარტიდან მსახურობდა წითელ არმიაში; 1921-1922წწ. იყო აფხაზეთის საგანგებო კომისიის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის მეთაური, გორის მაზრის სამხედრო კომისრის თანაშემწე; 1924 წლის მაისიდან მე-3 ქართული მსროლელი პოლკის ბატალიონის უფროსი; 1926 წლიდან მე-4 ქართული მსროლელი პოლკის უფროსის თანაშემწე და სამხედრო კომისარი; 1931 წლიდან კავკასიის წითელდროშოვანი არმიის შტაბის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე; 1932 წლიდან იმავე განყოფილების უფროსი; 1933 წლიდან კავკასიის წითელდროშოვანი არმიის შტაბის სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსი. 1935 წლის თებერვალში დაინიშნა 1-ლი კავკასიური (შემდეგში მე-9 წითელდროშოვანი) სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაურად. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს სამხედრო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და მოგვიანებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. ბრიგადის მეთაური (კომბრიგი,1935). წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |