შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კოხრეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. კარგად იცოდა რუსული და ინგლისური ენები, დადიოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე და არაერთი მედალი და ჯილდოც ჰქონდა მიღებული. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი სერჟანტი უნდა გამხდარიყო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში ქართველი მეომრები რომ ალყაში მოაქციეს, ლევან კოხრეიძე თანამებრძოლებთან ერთად გაემართა დასახმარებლად, დაიღუპა სოფელ ყელქცეულთან დამომბვის დროს. უმცროსი სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.483 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |