The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძე
Date of birth:9 March, 1978  (47 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; ასპირანტურა - 2003 წელს; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში; ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 2004 წელს გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე; 2007 წელს პროკურატურის რეფორმის პროექტში მონაწილეობისთვის მიენიჭა ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატი; 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ბერლინის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - "მდგრადი განვითარება საჭიროებს კანონიერებას". 

1999-2004წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე; 2004-2007წწ. - საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი; 2007 წელს მიანიჭეს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი; 2007-2017წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; 2007-2015წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2017-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2017 წლის მაისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; 2019-2020წწ. - ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2020 წლის აგვისტოდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე 5 წლის ვადით; 2022 წლის ივლისიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. 

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

Awards and Honors

  • 2005 - ღირსების ორდენი

Share: